2017.06.12-19.06.2017

ორშაბათი:

გადაცემა:ქართული სოფელი

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:11.00_12.06.2017

გადაცემის წამყვანი: ვახტანგ ქიზიყურაშვილი

გადაცემის სტუმრები: გიორგი გაბრიჭიძე

გადაცემაში ქვევრის მსოფლიო მეღვინეობაში დანერგვის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი გიორგი გაბრიჭიძე.  ცარიელი ქვევრები ათეული წლების განმავლობაში იყო უმოქმედოდ, მათში ჩაიბუდა მიკროორგანიზმებმა, ამიტომ მათი მომზადება-რეალიზაციისათვის მრავალ პრობლემას აწყდება. მეცნიერი ამ საკითხზე რჩევებს აწვდის დაინტერესებულ მსმენელს.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_14.00_12.06.2017

გადაცემის წამყვანი: გიორგი გელაშვილი

გადაცემის სტუმარი: მღვდელი იაკობ მუჯირი

საუბრის ძირითადი თემაა მაცხოვრის საუბარი სამარიტელ დედაკაცთან, რომელიც გადმოცემულია იოანეს სახარების მეოთხე თავში.

გადაცემა: შეხვედრა მხატვართან

ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_15.30_12.06.2017

გადაცემის წამყვანი: დარეჯან ჭილაშვილი

გადაცემის სტუმარი: გიორგი ტაბლიაშვილი

საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალი ,,ხატე საქართველოსთვის“ 2013 წლიდან ყოველ წელს იმართება მცხეთაში. მასში მონაწილეობენ ცნობილი უცხოელი მხატვრები, რომლებიც სიხარულით ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან.

გადაცემის ,,შეხვედრა მხატვართან“ სტუმარია ფესტივალ ,,ხატე საქართველოსთვის“ ორგანიზატორი, მხატვარი გიორგი ტაბლიაშვილი, რომელიც საუბრობს მეხუთე საერთაშორისო სამხატვრო გამოფენა-ფესტივლის შესახებ.

გადაცემა:საუბრები ქრისტიანულ ზნეობაზე

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:17.00_12.06.2017

გადაცემის წამყვანი: აკაკი  მინდიაშვილი

გადაცემიდან ,,საუბრები ქრისტიანულ ზნეობაზე“ შევიტყობთ უსაქმურობის ანუ უქმად ყოფნის საფრთხეებზე, რომლებიც კარგად იციან ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა. როგორ უნდა ვიზრუნოთ სულის ცხონებისათვის, განსაკუთრებით ხანში შესულმა ადამიანებმა, რა უნდა აკეთონ მათ სასუფევლის მოპოვებისათვის ნაცვლად ტელევიზორის ყურებისა და დომინოს თამაშისა,  ამის შესახებ საუბრობს თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი.

გადაცემა:ყმაწვილთათვის ღმერთი ჩვენი მწყალობელი

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი–კვირა:20.30.

გადაცემაში პატარები გაეცნობიან ყოველდღიურად გამორჩეული წმინდანის ცხოვრებას, საბავშვო ბიბლიას, წმინდანთა სწავლებებს. ეს გადაცემები დაეხმარება ბავშვებს თვალსაწიერის გაფართოებაში.

სამშაბათი

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:სამშაბათი_14.00_13.06.2017

გადაცემის წამყვანი: დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

გადაცემაში ,,საუბრები საღვთისმეტყველო საკითხებზე“ დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე საუბრობს ნაირსახეობრივი რელიგიური სინკრეტიზმის შესახებ, ზნეობის, სიკეთისა და ბოროტების ჰუმანური გაგების შესახებ, რომელიც შემოიჭრა ქრისტიანულ აზროვნებაშიც. იგი გვაფრთხილებს მართლმადიდებლობაში ახალი ლიბერალური სულისკვეთებით გაჟღენთილი თეოლოგების სწავლებაზე, რომელსაც სულიერ ანარქიამდე მივყავართ.

გადაცემა: საუბრები სტუდიაში

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:სამშაბათი_12.10_13.06.2017

გადაცემის წამყვანი: ნინო სადღობელაშვილი

გადაცემის სტუმარი:  გია სიამაშვილი

ტექნოკრატიის და ინფორმაციული ბუმის ეპოქაში, სადაც დრო და სივრცე ახალ განზომილებებში ესახება ადამიანს, საინტერესოა – რა ღირებულებებს ვინარჩუნებთ და რას ვწირავთ, როგორც ცალკეული ადამიანები, ასევე ეთნოსები, ქვეყნები. ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტოლოგ გია სიამაშვილთან. ბატონი გია ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარია და ხანგრძლივი სოციოლოგიური დაკვირვების შედეგად საინტერესო აზრებსაც გვიზიარებს.

მუსიკალური გადაცემა

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:სამშაბათი_19.00_13.06.2017

გადაცემის წამყვანი: პაპუნა ღვაბერიძე

გადაცემაში, რომელსაც უძღვება პაპუნა ღვამბერიძე, კვლავ გრძელდება ბრიტანელი მწერლის ჯულიან ბარნსის ბიოგრაფიული რომან ,,დროის ხმაურის“ ციტირება. რომანი მოგვითხრობს საბჭოთა ხელოვანის შესახებ, რომელსაც სულს უხუთავს ტოტალიტარული რეჟიმი. ნაწარმოების მთავარი გმირია დიმიტრი შოსტაკოვიჩი, დიდი რუსი კომპოზიტორი, რომელიც საყოველთაო შიშის პირობებში, სტალინის ეპოქაში, ცდილობს სული გადაირჩინოს და ღირებული მუსიკა შექმნას.

ოთხშაბათი:

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ოთხშაბათი_14.00_14.06.2017

გადაცემის წამყვანი: დავით კონჯარია

გადაცემის სტუმარი: არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია

გადაცემა ,,საუბარი მართლმადიდებელ მოძღვართან“ მასპინძლობს ღვთაების ღირსი მამა  ანტონ  მარტყოფელის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბენიამინ ბელქანიას. იგი გვესაუბრება განსაცდელში მყოფი ადამიანების შესახებ, რომლებიც დაავადებული არიან ლოთობის, ნარკომანიის ან რაიმე სხვა სენით. ისინი ხშირად მიდიან მარტყოფის მონასტერში სულიერი საზრდოსათვის და ბევრ შემთხვევაში იკურნებიან.

გადაცემა:არტგალერეა

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ოთხშაბათი_15.30_14.06.2017

გადაცემის წამყვანი: ეკატერინე მახარაშვილი

გადაცემის სტუმარი: ნინო ჩაკვეტაძე

ბავშვობიდან, რაც თავი ახსოვს, სულ ხატავდა. ჯერ ფანქრებით და აკვარელებით, შემდეგ გუაშით… მერე ზეთის საღებავებიც მოსინჯა. ბევრს კითხულობდა. შემდეგ იჯდა და ფიქრობდა, როგორი ოყო ესა თუ ის პერსონაჟი. თვიდან თვემდე ელოდებოდა ჟურნალ „დილას“, სადაც საბავშვო მოთხრობებთან და ლექსებთან ერთად საოცარი ილუსტრაციებიც უნდა ენახა. მაშინ რას წარმოიდგენდა, რომ მერე თვითონაც გააფორმებდა ამ საოცარ ჟურნალს. სკოლაში ტექნიკური საგნები დიდად არ ხიბლავდა, ამიტომ იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. მართლაც ჯადოსნური წლები გაატარა იქ. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია… იქ სწავლის პერიოდი ყველაზე რთული იყო – ომი, სიცივე, უშუქობა… მაგრამ, რაღაცნაირად, მაინც ყველაფერს ახერხებდა – ხატვასაც, გამოფენების მოწყობასაც. სულ ძიებაში იყო. თავად თვლის, რომ საკუთარ ხელწერას სულ რაღაც 6-7 წლის წინ მიაგნო.

ნინო ჩაკვეტაძის ულამაზესი და უთბილესი ნახატები და ილუსტრაციები დღეს  საოცრად პოპულარულია. როგორ შეიქმნა მისი ზღაპრული სამყარო, ამაზე მხატვარი თავად მოგვითხრობს გადაცემაში „არტ-გალერეა“.

ხუთშაბათი

გადაცემა: ცოდნის გემო

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_10.00_15.06.2017

გადაცემის წამყვანი:თამარელა წოწორია

გადაცემის სტუმარი: ნინო ზედელაშვილი,  ნინო მელაშვილი

გადაცემა ,,ცოდნის გემო“ ეძღვნება ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, მწერალსა და  კინორეჟისორს გოდერძი ჩოხელს. გამოვიდა ახალი წიგნი მის შესახებ და გადაცემის  წამყვანი, თამარ წოწორია, იწვევს გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ორი მონოგრაფიის ავტორს, ნინო ზედელაშვილს და მწერლის უახლოეს ადამიანს, ნინო მელაშვილს.

ისინი საუბრობენ არა მხოლოდ მისი ღვთის მადიდებელი შემოქმედების, არამედ მისი ცხოვრებისეული დეტალების შესახებ.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები 

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_14.00_15.06.2017

გადაცემის წამყვანი:დეკანოზი თეოდორე  გიგნაძე

ეთერში გადის დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის კვირის ქადაგება.

გადაცემა:საუბარი ლიტერატურასა და ხელოვნებაზე

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_15.30_15.06.2017

გადაცემის წამყვანი: მაკა ჯოხაძე

გადაცემაში ,,საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე“ მწერალი მაკა ჯოხაძე გვაცნობს ქართული ლიტერატურული ცხოვრების სიახლეებს, კერძოდ, საუბრობს ოთარ ჩხეიძის რომან ,,ბორიაყის“ ბრწყინვალე ინგლისური  თარგმანის შესახებ, რომელსაც მალე მიიღებს ევროპელი მკითხველი. აქვე იგი მკითხველს შეახსენებს ამ რომანის საფუძველზე გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებულ ფილმს ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ და ვრცლად განიხილავს რომანის იდეურ-მხატვრულ ჩანაფიქრს. გვესაუბრება რომანის მთავარი პერსონაჟის ძლიერი ხასიათის, მისი მამულიშვილური და მოქალაქეობრივი მისიის, ზოგადად, ადამიანური მისიის შესახებ, რაც რომანს თავიდან ბოლომდე გასდევს.

პარასკევი

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები  

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_პარასკევი_14.00_16.06.2017

გადაცემის წამყვანი:დეკანოზი გიორგი  სხირტლაძე

გადაცემაში ,,საუბრები საღვთისმეტყველო საკითხებზე“ მამა გიორგი სხირტლაძე  სიმშვიდისა და სიმდაბლის შესახებ გვესაუბრება. იგი შეგვახსენებს ღირსი მამების გამონათქვამებს ამ სათნოებათა შესახებ და განმარტავს, რა შედეგი მოჰყვება მათ უქონლობას, ამიტომ მოგვიწოდებს, ვისწავლოთ სიმდაბლე და  მორჩილება.

აქვე იგი განმარტავს სინანულის სათნოებას, ყურადღებას ამახვილებს ჭეშმარიტი წმინდა სინანულის  მოპოვების სირთულეებზე.  ეს სათნოებები საკმაოდ ძნელი მისაღწევია, მაგრამ მამა გიორგი საუბრობს ადამიანის სულიერი ზრდის უნარზე, სათნოებების მიღების მზარდ უნარზე. გვისურვებს მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და მუდამ ვიზრუნოთ სულიერ წინსვლაზე.

შაბათი

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები  

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_პარასკევი_14.00_17.06.2017

გადაცემის წამყვანი: დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი

გადაცემაში ,,საუბარი მართლმადიდებელ მოძღვართან“ ეკლესიის მოწყობისა და მისი თვისებების შესახებ გვესაუბრება ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის  დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. იგი საუბრობს ამქვეყნიური ერთიანი მებრძოლი ეკლესიის, კათოლიკე ეკლესიის შესახებ, რომელიც ერთია და დაუნაწილებელი. გვაცნობს წმინდა მამათა გამონათქვამებს ეკლესიის შესახებ, გვასწავლის სიწმინდეებთან მოპყრობას.

გადაცემა:სახარების განმარტება

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი 21.20_17.06.2017

განიმარტება სახარება მათესი, თავი მეოთხე, მუხლი 18–23, სულთმოფენობიდან მეორე კვირა.

კვირა:

გადაცემა: შეხვედრები17.00_18.06.2017

გადაცემა ,,შეხვედრები საპატრიარქოში“ წარმოადგენს ორგანიზაცია ,,გენი ქართულის“ ინიციატივით საპატრიარქოში ჩატარებული ღონისძიების ჩანაწერს, მისი უწმინდესობის შეხვედრას ნათლულებთან, რომელნიც მშობლებთან ერთად ესტუმრნენ პატრიარქს და თავიანთი გულწრფელი სურვილებით, თავიანთი შემოქმედების წარმოდგენით გაახარეს იგი. მისმა უწმინდესობამ დალოცა ნათლულები  და მოუწოდა, რომ სამაგალითო იყვნენ მთელი საქართველოსთვის.

You may also like...

რადიო „ივერია“