2017.02.20–26.02.2017

ორშაბათი:

გადაცემა:საუბარი  არქიდიაკონთან

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:10.00_20.02.2017

გადაცემის წამყვანი: დეკანოზი გიორგი კიკვაძე

გადაცემის სტუმარი: არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი

გადაცემაში საუბარია დიაკონის, მღვდლისა და ეპისკოპოსის შესამოსლების შესახებ, თუ როგორია სხვაობა სასულიერო პირის ყოველდღიურ და საღმთისმსახურო შესამოსლებში, რით იმოსებიან წირვისას მღვდელმსახურნი და როგორია თითოეული შესამოსლის სულიერი მნიშვნელობა.

გადაცემა:ქართული სოფელი

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:11.00_20.02.2017

გადაცემის წამყვანი: ვახტანგ ქიზიყურაშვილი

გადაცემის სტუმრები: გიორგი გაბრიჭიძე, მარიამ ხოსიტაშვილი, ვაჟა გოცირიძე

გადაცემის წამყვანი გვაწვდის ინფორმაციას ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულის შესახებ. გადაცემის სტუმრები: სტუ–ს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის ცენტრის თანამშრომელი გიორგი გაბრიჭიძე საუბრობს ღვინის  დასაყენებელ და რეალიზაციისათვის შესაბამის ჭურჭლებზე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ხოსიტაშვილი საუბრობს ალკოჰოლზე, ეთილის სპირტზე. მისი წარმოების სხვადასხვა საშუალებაზე და მის მოხმარებაზე კვებაში.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა გოცირიძე კი მევენახეობა–მეღვინეობის ეკოლოგიური გარემოს შესახებ გვესაუბრება.

გადაცემა:შერიგება

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:12.10_20.02.2017

გადაცემის წამყვანი: მღვდელი დავით კონჯარია და მღვდელი გიორგი შენგელაია

გადაცემის სტუმარი: ლევან ნადარეიშვილი

გადაცემა ,,შერიგების“ წამყვანები, მღვდელები დავით კონჯარია და გიორგი შენგელაია, სტუმარ ლევან ნადარეიშვილთან ერთად იხსენებენ  სოხუმში ცხოვრების პერიოდს. თბილისში მისი ოჯახის დამკვიდრების და სულიერი ცხოვრების დაწყების შესახებ. ლევან ნადარეიშვილი ფიქრობს, რომ შერიგებისათვის  აუცილებელია შეხვედრები.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_14.00_20.02.2017

გადაცემის წამყვანი: გიორგი გელაშვილი

გადაცემის სტუმარი: მღვდელი იაკობ მუჯირი

მღვდელი იაკობ მუჯირი განაგრძობს საუბარს აღსრულებული წინასწარმეტყველებების შესახებ და მუხლობრივად განმარტავს ძველ აღთქმაში ქრისტეს მოვლინებასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებას.

 

გადაცემა: შეხვედრა მხატვართან

ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_15.30_20.02.2017

გადაცემის წამყვანი: დარეჯან ჭილაშვილი

გადაცემის სტუმარი: ანა გელაშვილი

გადაცემა ,,შეხვედრა მხატვართან“ გვაცნობს ახალგაზრდა მხატვრის, ანა გელაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას. მხატვარი  იხსენებს  გ. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა და სამხატვრო აკადემიაში გატარებულ ოჯახურ გარემოს, რომელმაც მასში ცხოვრების გზის არჩევანი განაპირობა და საუბრობს თავისი ტილოების თემატიკისა და შესრულების ტექნიკის შესახებ. გადაცემას უძღვება ხელოვნებათმცოდნე  დარეჯან ჭილაშვილი.

გადაცემა:საუბრები ქრისტიანულ ზნეობაზე

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:17.00_20.02.2017

გადაცემის წამყვანი: აკაკი  მინდიაშვილი

აკაკი მინდიაშვილი გადაცემაში ,,საუბრები ქრისტიანულ ზნეობაზე“ გვესაუბრება მარხვის  შესახებ.

 

გადაცემა:ყმაწვილთათვის ღმერთი ჩვენი მწყალობელი

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი–კვირა:20.30.

გადაცემაში პატარები გაეცნობიან ყოველდღიურად გამორჩეული წმინდანის ცხოვრებას, საბავშვო ბიბლიას, წმინდანთა სწავლებებს. ეს გადაცემები დაეხმარება ბავშვებს თვალსაწიერის გაფართოებაში.

სამშაბათი

გადაცემა:ორატორული ხელოვნება

ეთერში გასვლის დრო:სამშაბათი_10.00_21.02.2017

გადაცემის წამყვანი: დავით ჩომახაშვილი

გადაცემის სტუმარი: გიორგი სუხიტაშვილი

 

გადაცემა  ,,ორატორული ხელოვნების ”სტუმარი, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი საუბრობს, ზოგადად, ამ დარგის მნიშვნელობასა და სპეციფიკაზე, განათლების, ცოდნის აუცილებლობაზე, და ასევე, ყურადღებას ამახვილებს მის სფეროში, საესტრადო  ხელოვნებაში, გარკვეული ორატორული უნარებისა და ჩვევების ფლობის, ჟესტ-მიმიკისა და მეტყველების ჰარმონიული შერწყმის აუცილებლობაზე. გადაცემას უძღვება დავით ჩომახაშვილი.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:სამშაბათი_14.00_21.02.2017

გადაცემის წამყვანი: დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მღვდელი კონსტანტინე ჯინჭარაძე განაგრძობს საუბრებს თანამედროვე საღვთისმეტყველო პრობლემატიკაზე. კერძოდ, ფილოსოფიურ–მეცნიერული ,,შემოქმედების“ საცდურის შესახებ ღვთისმეტყველებაში. რამდენად მისაღებია სიახლის შემოღება ღვთისმეტყველებაში? რა მიზანს ისახავს დოგმატური განვითარება, როგორია მისი ნამდვილი შინაარსი.

გადაცემის მეორე ნაწილში დეკანოზი განიხილავს ფანატიზმის ცნებას და შენიშნავს, რომ ფანატიზმი დამახასიათებელია როგორც უკიდურესი რადიკალიზმისათვის ორთოდოქსული ნიშნით, ისე ლიბერალურ–მოდერნისტული მსოფლმხედველობისათვის.

 

ოთხშაბათი:

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ოთხშაბათი_14.00_22.02.2017

გადაცემის წამყვანი: მღვდელი დავით კონჯარია

2012 წლის 22 თებერვალს მოხდა ღირსი მამის, გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილების აღმოყვანება. სწორედ ამ დღეს ულოცავს რადიომსმენელს მღვდელი დავით კონჯარია და მის ღვაწლსა და შეწევნაზე საუბრობს. აგრეთვე იხსენებს მამა გაბრიელის თავს გადამხდარ განსაცდელებს.

გადაცემის მეორე ნაწილში შეგვახსენებს მარხვის მოსამზადებელი პერიოდის სახარების საკითხავებს, რომელნიც ჩვენი დაფიქრების საგნად უნდა იქცეს და გვთხოვს მხოლოდ ეკლესიაში სიარულით ნუ შემოვიფარგლებით, ,,ვაჩვენოთ ღირსი ნაყოფი სინანულისა“ უფალს.

გადაცემა:არტგალერეა

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ოთხშაბათი_15.30_22.02.2017

გადაცემის წამყვანი: ეკატერინე მახარაშვილი

გადაცემის სტუმარი:ელენე ფოჩხუა

გადაცემა არტ-გალერეას სტუმარია მომღერალი ელენე ფოჩხუა, რომელმაც მაყურებელს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით დაამახსოვრა თავი. ელენე ,,ნუცას სკოლის’’ აღმოჩენა გახლავთ… შემდეგ იყო ჯეოსტარი… მსმენელმა შეიყვარა საოცარი მუსიკალური ნიჭის და გემოვნების მქონე მომღერალი. ყველაფერი კი ზუგდიდში დაიწყო, სადაც ელენე დაიბადა. მან გაიხსენა საკუთარი შემოქმედბითი გზა, პედაგოგები… ისაუბრა თავის ძმაზე, მსახიობ გიორგი ფოჩხუაზე, რომელიც ზუგდიდის თეატრის აღორძინების საქმეს ჩაუდგა სათავეში და რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. მას უამრავი გეგმა დრჩა განსახორციელებელი, მათ შორის ერთ-ერთი ელენესთან ერთად. ელენეს სურვილია ხორცი შეასხას ამ პროექტს და ძმის ხსოვნას მიუძღვნას.

 

ხუთშაბათი:

გადაცემა: ცოდნის გემო

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_10.00_23.02.2017

გადაცემის წამყვანი: თამარელა წოწორია

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება წლებია ახორციელებს ოთარ ჩხეიძის 24 რომანიანი ციკლის ,,მატიანე ქართლისაის“ გამოცემას. ამ გადაცემაში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ჩხეიძის ამ ციკლის ერთ–ერთი რომანის ,,კვერნაქის“ ანალიზს წარმოგვიდგენს. ეს რომანი 1964 წელს დაიწერა, მასში 50-60-იანი წლების საბჭოური რეალობა და ტრაგედიაა აღწერილი.

 

გადაცემა: მსოფლიო ცივილიზაციები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_11.00_23.02.2017

გადაცემის წამყვანი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბეჟან ჯავახია

გადაცემაში  ისტორიის დოქტორი ბეჟან ჯავახია გვესაუბრება ერთიანი რომის სახელმწიფოს აღდგენის, იმპერიის ხელახალი გაერთიანების, იუსტინიანე დიდის ეპოქისა და ამ  ერთიანობის დიდი მნიშვნელობის შესახებ მაშინდელი მსოფლიოსა და საქართველოსთვის. იგი ყურადღებას ამახვილებს ამ ფაქტის ასახვაზე ქართულ წყაროებში.

 

გადაცემა:საუბარი ლიტერატურასა და ხელოვნებაზე

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_15.30_23.02.2017

გადაცემის წამყვანი: მაკა ჯოხაძე

გადაცემაში გაეცნობით ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნათელა არველაძის ორწიგნეულს_,,მხოლოდ თეატრზე“ და „თეატრზე და არა მხოლოდ“ .

მისი წერილები მაღალი პროფესიონალიზმითა და პირუთვნელობით გამოირჩევა. ნათელა არველაძის შემოქმედებას  დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული თეატრალური სამყაროსთვის, მის ყოველ რეცენზიას ყურადღებით ეცნობოიან ქართული ხელოვნების მოღვაწენიც და მოყვარულებიც.

 

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_14.00_23.02.2017

გადაცემის წამყვანი:დეკანოზი თეოდორე  გიგნაძე

ეთერში გადის დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის კვირის ქადაგება.

 

გადაცემა:მრავალფეროვანი საქართველო

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ხუთშაბათი_21.20_16.02.2017

გადაცემა გაგვაცნობს საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა ყოფა–ცხოვრებას. მათ ისტორიულ წარსულს, ტრადიციებს, რწმენა–წარმოდგენებს, მათი საქართველოში ჩამოსვლის დროსა და მიზეზს და მათ დღევანდელობას. ეს გადაცემა ეძღვნება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას – ლატვიელებს.

 

პარასკევი

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები  

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_პარასკევი_14.00_24.02.2017

გადაცემის წამყვანი:დეკანოზი გიორგი  სხირტლაძე

გადაცემის თემაა ასკეზა_საკუთარ ნებაზე უარის თქმა და მორჩილება ღვთისა, მორჩილება და არა მონობა. დეკანოზი გიორგი  სხირტლაძე აგრეთვე განმარტავს წმინდა წერილის სიტყვებს, ,,მოუკლებელ ლოცვას“, პასუხობს რადიომსმენელთა შეკითხვებს, როგორიცაა მატერიალური საჭიროებანი და ლოცვითი სათხოვარი და სხვ.

 

შაბათი:

გადაცემა:ფსიქოლოგი გვირჩევს

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი_10.00_25.02..2017

გადაცემის წამყვანი: ირმა ხურცია

გადაცემის სტუმარი:ნინო ახალაია

გადაცემის თემაა ექვსიდან რვა წლამდე ბავშვების სოციო–ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა. თქვენ მოისმენთ ამ დარგის სპეციალისტის კვალიფიციურ მოსაზრებებს, შეფასებებსა და რჩევებს.

 

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი_14.00_25.02..2017

გადაცემის სტუმარი:დეკანიზი ბიძინა გუნია

გადაცემა  ეთმობა მარხვის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო კვირას, დეკანიზი ბიძინა გუნია განმარტავს კვირას წირვაზე წასაკითხ სახარებას და პასუხობს რადიომსმენელთა შეკითხვებს.

 

გადაცემა:სახარების განმარტება

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი 21.20_25.02.2017

განიმარტება სახარება მათესი, თავი 6, მუხლი 14-21, ადამის სამოთხიდან განდევნა.

კვირა:

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_კვირა:14.00_26.02.2017

გადაცემის წამყვანი:ნინო აბრამიშვილი

გადაცემის სტუმარი:ლომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი

გადაცემაში მოვისმენთ მიტევების კვირის საკვირაო წირვაზე წაკითხულ სახარებას და მის განმარტებას.

დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება შენდობის ანუ მიტევების კვირით. კვირა საღამოს ყველა ტაძარში იკითხება მიტევების ლოცვა. ეს არის დღე როდესაც მორწმუნენი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვენ. თავად კათოლიკოს–პატრიარქიც კი ითხოვს შედობას. დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი საუბრობს თუ საიდან იღებს სათავეს და რა მნიშვნელობისაა ეს ტრადიცია. იგი აგრეთვე პასუხობს რადიომსმენელთა შეკითხვებს: შეიძლება თუ არა შვიდგზის ლოცვების ყველა ლოცვის ერთად წაკითხვა? და სხვ.

You may also like...

რადიო „ივერია“