22.01.2017-29.01.2017

ორშაბათი:

გადაცემა:ქართული სოფელი

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:11.00_23.01.2017

გადაცემის წამყვანი: ვახტანგ ქიზიყურაშვილი

გადაცემის სტუმრები: გიორგი გაბრიჭიძე,

გადაცემაში ვაჟა გოცირიძე საუბრობს ცნობილ ქართველ მევენახე მეცნიერების: სოლომონ ჩოლოყაშვილის, ვალერიან ქანთარიას, დიმიტრი ტაბიძის, ნიკოლოზ ახვლედიანის, სიმონ ლომკაცის შესახებ. გიორგი გაბრიჭიძე კი ისაუბრებს ქვევრისა და ქვევრთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტებებზე.

გადაცემა:შერიგება

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:12.10_23.01.2017

გადაცემის წამყვანი: მღვდელი დავით კონჯარია, მღვდელი გიორგი შენგელაია

გადაცემის სტუმარი: აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის აპარატის უფროსი ანდრია სილაგაძე, მისი მეუღლე მარიკა ზარქუა და შვილები, ლუკა და სოფიო.

გადაცემის  წამყვანები სტუმრებთან ერთად  საუბრობენ აფხაზეათში მშვიდობიან დაბრუნებაზე, რადგან შეუძლებელია განმეორდეს ის შეცდომები,  რომლის გამოც ქართველი და აფხაზი ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. სტუმრები იხსენებენ აფხაზეთში ცხოვრების წლებს, სხვადასხვა ეროვნების მეზობლებთან, კლასელებთან თუ თანაკურსელებთან ძმურ, მეგობრულ ურთიერთობას. პატრიარქის და მეუფე დანიელის მზრუნველობის საინტერესო ეპიზოდებს.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_14.00_23.01.2017

გადაცემის წამყვანი: გიორგი გელაშვილი

გადაცემის სტუმარი: მღვდელი იაკობ მუჯირი

გადაცემის თემაა ეკლესია და ზიარება. ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი იაკობ მუჯირი საუბრობს  ეკესიოლოგიაზე როგორც საეკლესიო სწავლების დარგზე. სასულიერი პირთა თუ ეკლესიის მრევლისთვის აუცილებელ ეკლესიოლოგიურ აზროვნებაზე. განხეთქილებაში მყოფი ყველა სასულიერო პირის მოტივაცია იყო არაეკლესიოლოგიური მიდგომები, განხეთქილების წინაპირობა ყოველთვის არაეკლესიოლოგიური მსოფლმხედველობიდან მომდინარეობს, ამიტომ აუცილებელია ეკლესიოლოგიური თეორიული ცოდნა.

მოძღვარი საუბრობს ზიარებასა და მოწყალებაზეც. განმარტავს გამოთქმას_ზიარება ერთობისათვის_ და აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, დღეს ეგოცენტრული დამოკიდებულებით შეპყრობილი ადამიანისათვის საჭირო გახდა შეხსენება, რომ აუცილებელია საეკლესიო ერთობა_ზიარება ერთობისათვის.

გადაცემა: შეხვედრა მხატვართან

ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_15.30_23.01.2017

გადაცემის წამყვანი: დარეჯან ჭილაშვილი

გადაცემისსტუმარი: მხატვარი ჯემალ ხუციშვილი

გადაცემაში საუბარია ჯემალ ხუციშვილის ახლადგამოცემულ კატალოგზე. მხატვარი გვიამბობს თავის შემოქმედებით გზას და იხსენებს ლადო გუდიაშვილს, გოგლა ლეონიძეს, რეზო ინანიშვილს და მათ შეფასებას.

გადაცემა:საუბრები ქრისტიანულ ზნეობაზე

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:17.00_23.01.2017

გადაცემის წამყვანი: აკაკი  მინდიაშვილი

გადაცემის წამყვანი აკაკი მინდიაშვილი წმინდა მამათა სწავლების მიხედვით საუბრობს სიმდაბლესა და ამპარტავნებაზე, ღვთიური მადლის მოქმედებაზე.

გადაცემა:ყმაწვილთათვის ღმერთი ჩვენი მწყალობელი”

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი–კვირა:20.30.

გადაცემაში პატარები გაეცნობიან ყოველდღიურად გამორჩეული წმინდანის ცხოვრებას, საბავშვო ბიბლიას, წმინდანთა სწავლებებს. ეს გადაცემები დაეხმარება ბავშვებს თვალსაწიერის გაფართოებაში.

 გადაცემა:საუბრები სტუდიაში

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: სამშაბათი_12.10_24.01.2017

გადაცემის წამყვანი: ნინო სადღობელაშვილი

გადაცემის სტუმარი:თამილა მგალობლიშვილი

პატრიარქის ფონდის მხარდაჭერით, სულ ახლახანს გამოვიდა წმინდა გრიგოლ ფერაძის დღიური „იერიქონი ვარდი“. დღიური ფასდაუდებელი კულტუროლოგიური და სასულიერო მნშვნელობისაა, ის დიდი მოღვწის წმინდა მიწასა და სირიაში მოგზაურობის ქრონიკებს ასახავს. გადაცემის სტუმარი _ წიგნის რედაქტორი და წმიდა ანდრია პირველწოპდებულს უნივერსიტეტის სიძველეთა მოძიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, თამილა მგალობლიშვილი წიგნს რადიომსმენელს წარუდგენს.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:სამშაბათი_14.00_24.01.2017

გადაცემის წამყვანი: დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მღვდელი კონსტანტინე ჯინჭარაძე საუბრობს ღვთისსათნო მოშურნეობასა და ფსევდო ანუ ცრუ, მოჩვენებით მოშურნეობაზე. განმარტავს როდის არის ადამიანი ნამდვილად გულმხურვალე დამცველი ეკლესიისა და როდის მოჩვენებითი–რა კრიტერიუმებით ფასდება, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ადამიანის პოზიცია თანამედროვე ეპოქაში.

ოთხშაბათი:

გადაცემა: საქართველოს მეფეები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_ოთხშაბათი:10.00_25.01.2017

გადაცემის წამყვანი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა თოდაძე გადაცემაში საუბარი იქნება გაერთიანებული საქართველოს მეფის გიორგი მეხუთე–ბრწყინვალეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

გადაცემა:არტ-გალერეა

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ოთხშაბათი_15.30_25.01.2017

გადაცემის წამყვანი: ეკატერინე მახარაშვილი

გადაცემის სტუმარი:ასმათ ტყაბლაძე

გადაცემა არტ-გალერეის სტუმარმა  მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ გაიხსენა თავისი სახლგანთქმული წინაპრები, საოცრად ლაღი ბავშვობა, რომელიც დუშეთში გაატარა. როგორც თავად ამბობს მსახიობობის სურვილმა არ მოასვენა და საბუთები თეატრალურ უნივერსიტეტში შეიტანა, წარმატებით ჩაირიცხა, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში მოხვდა. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ დიდი მსახიობები _ სესილია თაყაიშვილი და სოფიკო ჭიაურელი. ქალბატონმა ასმათმა სიამოვნებით მოგვითხრო მათ შესახებ. გვესაუბრა თეატრალურ თუ კინოროლებზე.

მას შემდეგ, რაც თეატრიდან წამოვიდა ფარ-ხმალი არ დაუყრია, დროს ფეხი აუწყო და სიძნელეებს არ შეუშინდა. ჩამოაყალიბა ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია და ბევრ მის კოლეგას დაეხმარა. თავისი პროფესია საოცრად ენატრება და სჯერა, რომ მომავალში კიდევ მრავალი როლი ელის…

ხუთშაბათი:

გადაცემა: მსოფლიო ცივილიზაციები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_11.00_26.01.2017

გადაცემის წამყვანი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბეჟან ჯავახია

გადაცემის თემა ისევ ბიზანტიის იმპერიაა. ამჟამად საუბარი თეოდოსიუს უმცროსს შეეხება, მის ღვაწლს ბიზანტიის იმპერიის და საერთოდ ქრისტიანულ სამყაროში.

გადაცემა:საუბარი ლიტერატურასა და ხელოვნებაზე

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_15.30_26.01.2017

გადაცემის წამყვანი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაკა ჯოხაძე

გადაცემის ავტორი და წამყვანი მაკა ჯოხაძე საუბრობს საბავშვო მწერლობის დღევანდელ პრობლემებზე და  ტენდენციებზე.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_14.00_26.01.2017

გადაცემის წამყვანი:დეკანოზი თეოდორე  გიგნაძე

ეთერში გადის დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის კვირის ქადაგება.

გადაცემა:მრავალფეროვანი საქართველო

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ხუთშაბათი_21.20_26.01.2017

გადაცემა გაგვაცნობს საქართველოში მცოვრებ უმცირესობათა ყოფა–ცხობრებას. მათ ისტორიულ წარსულს, ტრადიციებს, რწმენა–წარმოდგენებს, მათი საქართველოში ჩამოსვლის დროსა და მიზეზს და მათ დღევანდელობას. ეს გადაცემა ეძღვნება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას–გერმანელებს, რომელთა  პირველი კომპაქტური დასახლებები საქართველოში ძირითადად XVIII საუკუნეში რუსეთიდან გადმოსახლებულმა კოლონისტებმა შექმნეს.

პარასკევი

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები  

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_პარასკევი_14.00_27.01.2017

გადაცემის წამყვანი:დეკანოზი გიორგი  სხირტლაძე

გადაცემაში მამა გიორგი სხირტლაძე  საუბრობს საღვთისმეტყველო თემებზე სვინაქსარის მიხედვით:ეს ქვეყანა სამოთხეა თუ სამოთხიდან განდევნა, რა ბოროტება მოაქვს მეშვიდე მცნების დარღვევას, უფლის იმედად მყოფთათვის უფალიც განსაკუთრებულად მოწყალეა, ღმერთის შეურაწმყოფთ მკაცრად მოეკითხებათ და სხვა.

შაბათი:

გადაცემა:ფსიქოლოგი გვირჩევს

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი_10.00_28.01.2017

გადაცემის წამყვანი: ირმა ხურცია

გადაცემის სტუმარი: ფსიქოლოგი თიკა ფანცულაია

გადაცემაში ფსიქოლოგი თიკა ფანცულაია გესაუბრებათ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვის პიროვნულ ზრდას, რომელთა შორის ჯანსაღი ფსიქიკის საწინდარი არის უპირობო სიყვარული.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი_14.00_28.01.2017

გადაცემის წამყვანი: მღვდელი გიორგი კიკვაზე

გადაცემის სტუმარი: იღუმენი მიქაელ ბრეგვაძე

გადაცემაში საუბარია წირვის პირველ ნაწილში-კვეთისას აღსრულებულ მღვდელმოქმედებანზე.  განიმარტება თუ რა მნიშვნელობა აქვს წმიდათა 9 დასის მოხსენებას კვეთის დროს, როდის და როგორ ვიხსენებთ პატრიარქსა და ღმრთიდაცულ ერს, რას ნიშნავს დაფარნები და რა ლიტურგიული დანიშნულება აქვთ მათ.

გადაცემა:სახარების განმარტება

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი 21.20_28.01.2017

განიმარტება ზაქეს კვირის სახარება, ლუკა, თავი 19, მუხლი 1–10, მეზვერე ზაქეს შესახებ.

კვირა:

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_კვირა:14.00_29.01.2017

სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საუბრობს ცოდნისა და განათლების შესახებ, ცოდნის მნიშვნელობაზე სამყაროს შემეცნების გზაზე.

გადაცემა:შეხვედრები საპატრიარქოში

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_კვირა:17.00_29.01.2017

საპატრიარქო რეზიდენციაში მიღებულ სტუმართა შეხვედრის ჩანაწერი.

გადაცემა:სიმები საქართველოსი

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_კვირა:19.00_29.01.2017

გადაცემის წამყვანი: ტარიელ ფუტკარაძე

გადაცემის სტუმარი: მხატვარი, პოეტი და მეცნიერი შოთა არაბული

გადაცემაში ,,სიმები საქართველოსი“ წამყვანი და ავტორი ტარიელ ფუტკარაძე შოთა არაბულთან ერთად განაგრძობს საუბარს ხევსურეთის შესახებ. ამ გადაცემის თემაა ხევსურეთის  სალოცავები.

You may also like...

რადიო „ივერია“