16.01.2017–22.01.2017

ორშაბათი:

გადაცემა:არტ-გალერეა

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_10.00_16.01.2017

გადაცემის წამყვანი: ეკატერინე მახარაშვილი

გადაცემის სტუმარი:მომღერალი ლიკა ხორბალაზე

მომღერალი ლიკა ხორბალაძე იხსენებს თავის შემოქმედებით გზას, პირველ ნაბიჯებსა და დღევანდელ წარმატებებს. გადაცემაში მოხდა ახალი საშობაო სიმღერის წარდგინება.

გადაცემა:ქართული სოფელი

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:11.00_16.01.2017

გადაცემის წამყვანი: ვახტანგ ქიზიყურაშვილი

გადაცემის სტუმრები: გიორგი გაბრიჭიძე

გადაცემაში საუბარია –  ქვევრის ნაწილებზე, დახასიათებულია ეს ნაწილები და განმარტებულია დ ტერმინოლოგია; საუბარია აგრეთვე ღვინოზე როგორც კვების პროდუქტზე და პროფილაქტიკურ, მასტიმულირებელ სამკურნალო საშვალებაზე; ქართული ღვინოს წარმატებაზე ჩინეთში.

გადაცემა:შერიგება

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:12.10_16.01.2017

გადაცემის წამყვანი: მღვდელი დავით კონჯარია, მღვდელი გიორგი შენგელაია.

გადაცემა ,,შერიგების“ სტუმარი მამა გაბრიელ პაიკიძე, რომელიც  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებზე ზრუნვითაა გამორჩეული არის ლესელიძიდან. იგი იხსენებს ბავშვობას, საუბრობს ენათა ურთიერთობის შესახებ, სიყვარულით ეხმაურება აფხაზეთში დარჩენილ მეგობრებს,  თუმცა აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში მიმოწერით მეორე მხრიდან ასეთივე  გამოხმაურება არ არის, პირიქით, ისინი მუდმივად ბოდიშის მოხდას ელიან ჩვენგან. გადაცემაში საუბრობენ  და ეძიებენ შერიგების გზებს.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_14.00_16.01.2017

გადაცემის წამყვანი: გიორგი გელაშვილი

გადაცემის სტუმარი: მღვდელი იაკობ მუჯირი

გადაცემის თემაა შობა და ნათლისღება. ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი იაკობ მუჯირი საუბრობს ამ დღესასწაულებზე და განმარტავს ამ დღესასწაულებთან დაკავშირებულ საკითხავებს.

გადაცემა: შეხვედრა მხატვართან

ეთერში გასვლის დრო:ორშაბათი_15.30_16.01.2017

გადაცემის წამყვანი: დარეჯან ჭილაშვილი

გადაცემისსტუმარი: ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე

გადაცემაში ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე საუბრობს ლადო გუდიაშვილზე როგორც შემოქმედსა და მამულიშვილზე. მიმოიხილავს ლადო გუდიაშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას, სადაც პირველად გამოიფინა ლადო გუდიაშვილის მიერ შექმნილი ფრესკების ასლები.

გადაცემა:საუბრები ქრისტიანულ ზნეობაზე

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი:17.00_16.01.2017

გადაცემის წამყვანი: აკაკი  მინდიაშვილი

გადაცემაში საუბარია პირველქმნილი ცოდვის შესახებ, განიმარტება რატომ არის ეს ცოდვა მემკვიდრეობითი. გადაცემის წამყვანი საუბრობს აგრეთვე ბედისწერის საკითხზე–ადამიანის ბედი თავიდანვე არის განსაზღვრული თუ თავად ადამიანი  განსაზღვრავს თავის ბედს.

გადაცემა:ყმაწვილთათვის ღმერთი ჩვენი მწყალობელი”

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი–კვირა:20.30.

გადაცემაში პატარები გაეცნობიან ყოველდღიურად გამორჩეული წმინდანის ცხოვრებას, საბავშვო ბიბლიას, წმინდანთა სწავლებებს. ეს გადაცემები დაეხმარება ბავშვებს თვალსაწიერის გაფართოებაში.

 გადაცემა:საუბრები სტუდიაში

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: სამშაბათი_12.10_17.01.2017

გადაცემის წამყვანი: ნინო სადღობელაშვილი

გადაცემის წამყვანი ნინო სადღობელაშვილი მოგვითხრობს მწერლისა და სცენარისტის ლეილა ბეროშვილის  და მისი ცოტა ხნის წინ გამოცემული წიგნის –ჩანაწერების შესახებ.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:სამშაბათი_14.00_17.01.2017

გადაცემის წამყვანი: დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მღვდელი კონსტანტინე ჯინჭარაძე საუბრობს ოჯახზე, ოჯახის მნიშვნელობაზე როგორც პიროვნების ჩამოყალიბების, ასევე  საზოგადოების სრულყოფისათვის. გადაცემის წამყვანი შეგვახსენებს, რომ ოჯახი არის საფუძველი და საყრდენი არამარტო საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, არამედ საერთოდ ზნეობრივი ცხოვრებისა.

ოთხშაბათი:

გადაცემა: საქართველოს მეფეები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_ოთხშაბათი:10.00_18.01.2017

გადაცემის წამყვანი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა თოდაძე გადაცემაში საუბარი იქნება დემეტრე თავდადებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

გადაცემა:არტ-გალერეა

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ოთხშაბათი_15.30_18.01.2017

გადაცემის წამყვანი: ეკატერინე მახარაშვილი

გადაცემის სტუმარი:მომღერალი ნუგზარ კვაშალი

გადაცემის სტუმარი მომღერალი ნუგზარ კვაშალი საუბრობს საკუთარ შემოქმედებაზე–როგორ დაიწყო სიმღერა, როგორ შეიქმნა ანსამბლი ,,ჯეჯილი“, შემდეგ კი იყო ანსამბლები ,,ციცინათელა“, ,,ივერია“ და საოცარი და მრავალრიცხოვანი ანსამბლები. გაიხსენა ურთიერთობა უკელთიშობილეს ადამიანთან და უნიჭიერეს კომპოზითორთან, ალექსანდრე ბასილაიასთან. ისუბრა მომავლის გეგმებზე.

ხუთშაბათი:

გადაცემა: მსოფლიო ცივილიზაციები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_11.00_19.01.2017

გადაცემის წამყვანი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბეჟან ჯავახია

გადაცემაში საუბარია ბიზანტიის ინპერატორ არკადიუსის შესახებ, რომელიც რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტახტზე  მამის იუსტინიანე დიდის შემდეგ ავიდა.

გადაცემა:საუბარი ლიტერატურასა და ხელოვნებაზე

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_15.30_19.01.2017

გადაცემის წამყვანი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაკა ჯოხაძე

გადაცემის ავტორი და წამყვანი რადიომსმენელს გააცნობს ირმა რატიანის მიერ თარგმნილ ,,100 იაპონურ ლექსს“, რომელსაც როგორც იაპონელმა ქართველოლოგებმა და ჩვენმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს.

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო:ხუთშაბათი_14.00_19.01.2017

გადაცემის წამყვანი:დეკანოზი თეოდორე  გიგნაძე

ეთერში გადის დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის კვირის ქადაგება.

გადაცემა:მრავალფეროვანი საქართველო

გადაცემის ეთერში გასვლის დრო: ხუთშაბათი_21.20_19.01.2017

გადაცემა გაგვაცნობს საქართველოში მცოვრებ უმცირესობათა ყოფა–ცხობრებას. მათ ისტორიულ წარსულს, ტრადიციებს, რწმენა–წარმოდგენებს, მათი საქართველოში ჩამოსვლის დროსა და მიზეზს და მათ დღევანდელობას. ეს გადაცემა ეძღვნება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას–პოლონელებს, რომელთა დასახლება საქართველოში XVIII საუკუნის მიწურულიდან იწყება. ინტენსიური სახე კი XIX საუკუნეში მიიღო.

პარასკევი

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_პარასკევი_14.00_20.01.2017

გადაცემის წამყვანი:დეკანოზი გიორგი  სხირტლაძე

გადაცემაში მამა გიორგი სხირტლაძე  საუბრობს   ხორციელ და სულიერ ვნებებზე, რომელთადმი დამონება ადამიანს განაყენებს საღვთო სჯულისგან. იგი წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით განმარტავს მათ სიმძიმეს და გვიჩვენებს მათთან ბრძოლის გზებს.

შაბათი:

გადაცემა:ფსიქოლოგი გვირჩევს

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი_10.00_21.01.2017

გადაცემის წამყვანი: ირმა ხურცია

გადაცემის სტუმარი: ფსიქოლოგი თამარ ბირჩი

გადაცემაში ერთ–ერთი პირველი გელშტალტთერაპევტი, ფსიქოლოგი თამარ ბირჩი განმარტავს გელშტალტთერაპიას, საუბრობს გელშტალტთერაპიულ თანამედროვე ფსიქოლოგიურ მიდგომებზე. გადაცემა ეძღვნება პანიკური შეტევების მართვას გენშტალტთერაპიის მიხედვით.

გადაცემა: საუფლო დღესასწაულები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი_19.00_21.01.2017

გადაცემის წამყვანი: მღვდელი გიორგი კიკვაძე

გადაცემაში საუბარია ნათლისღების ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე, განმარტებულია რა არის დიდი აიზმა და მისი მოხმარების წესები.

გადაცემა:სახარების განმარტება

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_შაბათი 21.20_21.01.2017

განიმარტება ნათლისღების შემდგომი კვირის სახარება, მათე, თავი4, მუხლი 12-17, უფლის მსახურება გალილეაში.

კვირა:

გადაცემა:საღვთისმეტყველო საუბრები

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_კვირა:14.00_22.01.2017

გადაცემის წამყვანი: მღვდელი გიორგი კიკვაზე

გადაცემის სტუმარი: იღუმენი მიქაელ ბრეგვაძე

გადაცემის სტუმარი იღუმენი მიქაელ ბრეგვაძე საუბროს წირვაზე კვეთის დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოხსენიების ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე.

გადაცემა:შეხვედრები საპატრიარქოში

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_კვირა:17.00_22.01.2017

საპატრიარქო რეზიდენციაში მიღებულ სტუმართა შეხვედრის ჩანაწერი.

გადაცემა:სიმები საქართველოსი

გადაცემის ეთერში გასვლის დრო_კვირა:19.00_22.01.2017

გადაცემის წამყვანი: ტარიელ ფუტკარაძე

გადაცემის სტუმარი: მხატვარი, პოეტი და მეცნიერი შოთა არაბული

გადაცემაში ,,სიმები საქართველოსი“ წამყვანი და ავტორი ტარიელ ფუტკარაძე განაგრძობს საუბარს ხევსურეთის შესახებ. ამ გადაცემის თემაა ხევსურეთის  თითქმის დაცარიელებული სოფლები და იქ დარჩენილი მოსახლეობის პრობლემები.

 

You may also like...

რადიო „ივერია“